მიწოდება და აქტივაცია
მომსახურებას ელექტრონულად იღებ: პაკეტი ან დამატებითი სერვისი შენს ანგარიშზე მას შემდეგ გააქტიურდება, რაც ბანკი წარმატებულ გადახდას დაადასტურებს. თუ თანხა ჩამოგეჭრა, მაგრამ სერვისი არ გააქტიურდა, მოგვწერე და მიუთითე შეკვეთის ნომერი.
შეძენის გაუქმება
გადახდის დასრულებამდე შეგიძლია დატოვო ბანკის გვერდი. თუ თანხა უკვე ჩამოგეჭრა ან სერვისი გააქტიურდა, გაუქმების მოთხოვნით მოგვწერე, რათა გადახდის სტატუსი შევამოწმოთ. სერვისის გამოუყენებლობის შემთხვევაში თანხა ავტომატურად არ ბრუნდება.
Premium-ისა და VIP-ის თანხის დაბრუნება
Premium-ისა და VIP-ის პაკეტების საფასური დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს შეძენილი სერვისით არ უსარგებლია. სერვისის გამოყენების შემდეგ თანხა არ ბრუნდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანხის ორჯერ ჩამოჭრის, მომსახურების მიუღებლობისა და ტექნიკური ხარვეზის შემთხვევები ცალკე განიხილება. დაბრუნების მოთხოვნის გასაგზავნად დაგვიკავშირდი და მიუთითე შეკვეთის ნომერი.
რა ითვლება სერვისის გამოყენებად?
შეძენილი Premium-ის ან VIP-ის გამოყენებად ითვლება პაკეტის მოქმედების პერიოდში ახალი პირდაპირი საუბრის დაწყება ან ერთ კალენდარულ დღეში 3 ან მეტი დაინტერესების გაგზავნა. საკმარისია ამ ორი მოქმედებიდან ერთ-ერთის შესრულება. დღე ითვლება თბილისის დროით. მხოლოდ ანგარიშში შესვლა, პაკეტის გააქტიურება ან უკვე გახსნილ ჩატში მიმოწერა სერვისის გამოყენებად არ ითვლება.
დაბრუნების მოთხოვნის ვადა
გამოუყენებელი Premium-ის ან VIP-ის საფასურის დაბრუნება შეძენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოითხოვო. ამ ვადის გასვლის შემდეგ თანხა არ ბრუნდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს არის მოთხოვნის გაგზავნის ვადა და არა ბანკის მიერ თანხის დაბრუნების დამუშავების დრო. თანხის ორჯერ ჩამოჭრის, მომსახურების მიუღებლობისა და ტექნიკური ხარვეზის შემთხვევები ცალკე განიხილება.