Biznestori
BIZNESTORI / გზამკვლევი

ხშირად დასმული კითხვები

მარტივი გზა ახალი საქმიანი კავშირებისკენ.

შეუძლია ადმინისტრატორს ჩემი მიმოწერის ნახვა?

მხოლოდ საუბრის მონაწილის მიერ გაგზავნილი ღია საჩივრის განხილვის ფარგლებში. უფლებამოსილი განმხილველი მიუთითებს მიზეზს, წვდომა დროებითია და ჟურნალდება. საჩივრის დახურვის შემდეგ ახალი წვდომა იბლოკება.

როგორ განვათავსო განცხადება?

შედი ანგარიშში და დააჭირე „განცხადების დამატებას“. შეავსე განცხადების ფორმა. პირადი ნომერი არ მოითხოვება; ვერიფიკაცია პროფილიდან ცალკე შეგიძლია გაიარო. განცხადება გამოქვეყნდება ადმინისტრატორის განხილვის შემდეგ.

რამდენი კონტაქტი მაქვს უფასოდ?

Free პაკეტი მოიცავს დღეში 2 ახალ კონტაქტს. Premium — 10-ს, VIP — 20-ს. უკვე გახსნილ ჩატში მიმოწერა შეუზღუდავია.

მუშაობს თუ არა ფასიანი გადახდები?

ავტომატური გადახდები ჯერ არ არის გააქტიურებული. პაკეტის მინიჭება ამ ეტაპზე ადმინისტრატორს შეუძლია.

რას ნიშნავს ვერიფიცირებული ბეიჯი?

ვინაობა და კომპანიის წარმომადგენლობა ცალ-ცალკე მოწმდება. ელფოსტისა და ტელეფონის დასტური მხოლოდ შესაბამის საკონტაქტო არხზე წვდომას აღნიშნავს. სტატუსი არ იძლევა გარიგების უსაფრთხოების გარანტიას.

რას ემსახურება NDA?

NDA კონფიდენციალურობის შეთანხმებაა. ორივე მხარე ეთანხმება ინფორმაციის დაცვის პირობებს. ორმხრივი დასტურის შემდეგ ხელმისაწვდომია PDF ჩანაწერი.

როგორ წავშალო ანგარიში?

ანგარიშის წაშლის მოთხოვნით დაგვიკავშირდი საკონტაქტო გვერდიდან. პაროლი ან პირადი ნომერი წერილში არ გამოაგზავნო.